



ელექტროლიტები
„ელექტროლიტები“ გამაგრილებელი ფუნქციური სასმელია ნატრიუმის, კალიუმის, კალციუმის, მაგნიუმისა და თუთიის კომპლექსით. ის ხელს უწყობს ორგანიზმის ჰიდრატაციას, ამიტომ იდეალურია ვარჯიშის შემდეგ ან ზაფხულის ცხელ დღებში. ჩამოასხით ყინულზე და ისიამოვნეთ.
ფუნქციურ ფხვნილს ვწონით ზუსტ პორციად და ვათავსებთ კაფსულებში ჩვენს ქართულ ქარხანაში — ჰიდრატაცია პლასტმასის ბოთლის გარეშე.
შემადგენლობა: ელექტროლიტური კომპლექსის ფხვნილი 3.5 გ (ნატრიუმი, კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, თუთია; ვიტამინები A, D3, E, C, B6, B12). უკოფეინო. დამატებული შაქრის გარეშე.
ჩვენი პლანტაციები
ჩვენ მხოლოდ მწვანე მარცვლის შესყიდვით არ შემოვიფარგლებით. ნედლეულს პირდაპირ ჩვენივე პლანტაციებიდან და პარტნიორი ფერმერებისგან ვიმარაგებთ უგანდაში, ეთიოპიასა და სხვა ქვეყნებში - ეს უზრუნველყოფს სრულ მიკვლევადობასა და წარმომავლობის ავთენტურ ისტორიას თქვენი ბრენდისთვის.
სამი მარტივი ნაბიჯი





