



საფირმო ბლენდი
„საფირმო ბლენდი“ მეამას გამორჩეული გემოა. საგულდაგულოდ შერჩეული მარცვლების არომატითა და 14 გ ყავით. დაბალანსებული და სასიამოვნო 139 მგ კოფეინით, დღის ძლიერი დასაწყისისთვის.
მარცვალს ვზრდით უგანდაში მდებარე MEAMA-ს საკუთარ ფერმებში, ვაერთიანებთ კოლუმბიის, ბრაზილიისა და ეთიოპიის რჩეულ ყავასთან, შემდეგ ვხალავთ და ვათავსებთ კაფსულებში ჩვენს ქართულ ქარხანაში.
მხოლოდ ერთი ინგრედიენტი: 100% მოხალული და დაფქული ყავა (14 გ), დალუქული გადამუშავებად ალუმინის კაფსულაში. დამატებული შაქრის გარეშე.
ჩვენი პლანტაციები
ჩვენ მხოლოდ მწვანე მარცვლის შესყიდვით არ შემოვიფარგლებით. ნედლეულს პირდაპირ ჩვენივე პლანტაციებიდან და პარტნიორი ფერმერებისგან ვიმარაგებთ უგანდაში, ეთიოპიასა და სხვა ქვეყნებში - ეს უზრუნველყოფს სრულ მიკვლევადობასა და წარმომავლობის ავთენტურ ისტორიას თქვენი ბრენდისთვის.
სამი მარტივი ნაბიჯი





